
როგორც „ინფო 9“-ის კორესპონდენტს ადგილზე განუცხადეს, ცეცხლის აალება ბუხარში ბენზინის შესხმამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცავები, სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები.
მთლიანად არის დამწვარი სახლის ნახევარი მხარე, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.