განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, ის
„აუდიტორია 115“-ის მოთხოვნების რამდენიმე პრინციპს იზიარებს. ამის შესახებ მარიამ ჯაშმა სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პირადად მე, მარიამ ჯაში, ვიზიარებ ორ ძირითად პრინციპს: ეს არის თანაბარი უფლებები ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე სტუდენტებისთვის, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და გარკვეული ცვლილებები, რომელიც სტუდენტებს თანაბარ შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის არჩევის წესზე“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
„აუდიტორია 115“-ის შეხვედრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, დეპუტატებთან ძირითად საკითხებზე შეთანხმებით დასრულდა.
შეწყვეტს თუ არა „აუდიტორია 115“ თსუ-ის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.