პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დამატებითი კონსულტაციები გამართა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა მინისტრთა კაბინეტის წარდგენის ერთი დღით გადადების მიზეზი.
უკვე გადაწყვეტილია, რომ პოსტს ტოვებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ის აუდიტის სამსახურში მიდის, სადაც ჯერ ლაშა თორდიას მოადგილე იქნება, 2017 წლიდან კი გენერალური აუდიტორის სავარძელს დაიკავებს. თანამდებობას ტოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. პოსტებს ინარჩუნებენ ძალოვანი მინისტრები.
კვირის ბოლოს მთავრობის შემადგენლობას რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს.
დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას უერთდება. ცნობილი ხდება ასევე, რომ ახალი მინისტრი იმუშავებს ევროინტეგრაციის სამინისტროში, სადაც დავით ბაქრაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის.