პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ
წევრებს ხვალ, 14:00 საათზე წარადგენს.
არსებული ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონდებლო ორგანოდან უმრავლესობის რამდენიმე წევრი გადაინაცვლეს.
ცვლილებები სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს შეეხება, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს, ეკონომიკის მინისტრი კი, ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია გახდება.
ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება ამჟამად, დეპუტატი კახა კალაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას კი, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. მოქმედი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება.
სხვა უწყებებში ამჟამად არსებული ინფორმაციით, ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.