კახა კალაძის განცხადებით, მუშაობას ახალ მთავრობაში, კვლავ
ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე გააგრძელებს.
„ალბათ მთავრობაში დავბრუნდები. იგივე თანამდებობაზე“, - აღნიშნა კალაძემ, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ.
დღესვე, გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა.
კვირიკაშვილს მთავრობის ახალი შემადგენლობის დასასახელებლად 7-დღიანი ვადა აქვს. თუმცა, როგორც ცნობილია, ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს გახდება ცნობილი.