საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავარი ოპოზიციური
ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ ორად არის გაყოფილი.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, უმცირესობაში არიან ადამიანები, რომელთაც კონსტრუქციული თანამშრომლობა სურთ და არიან ადამიანები, რომლებიც გაბრაზებულის როლს საუკეთესოდ თამაშობენ.
„კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუ ჩანაწერს ნახავთ, იქ კარგად დაინახავთ, ვინ თამაშობდა გაბრაზებულის როლს და ვინ არის უფრო რეალისტი, რომელიც ხედავს, რომ თანამშრომლობის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ისეთ კანონებს მივიღებთ, რომელიც მოსახლეობას ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანს“, - განაცხადა თალაკვაძემ.