„დედაენის“ ბაღში ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და
შემსრულებლის, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სკულპტურა ხმოვან სისტემას ითვალისწინებს, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
კომპოზიციის ავტორი, მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილია. პროექტი მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
სკულპტურული კომპოზიცია ხვალ, 18:00 საათზე გაიხსნება.