პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარის
პოსტზე ისეთი კანდიდატი წარადგინა, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანია.
მთავრობის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე იმ ურთულეს დავალებას თავს კარგად გაართმევს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარეობა ჰქვია.
მისი თქმით, ხელისუფლებია მიზანი იქნება, რომ პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი იყოს.
"იყოს აზრთა ჭიდილი, იყოს არგუმენტების მოსმენა და გაზიარებაც. მათ შორის მთლიანად ჩართულობა პოლიტიკური სპექტრის პროცესებში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პირობას ვდებთ, რომ კონსტრუქციულები მაქსიმალურად ვიქნებით და ოპოზიციამ პოლიტიკურ პროცესს საშუალება უნდა მისცეს, რომ პროცესი ასეთ კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს, რაც გამოადგება ქვეყანას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პარლამენტის მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი.