
მინისტრმა პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერის’’ ფარგლებში, წარმატებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.
„ვცდილობთ, პირველ პირში ვიცოდეთ ის სირთულეები, რაც აქვს სკოლას, იმისთვის, რომ განვითარების მიმართულებები სწორად დავგეგმოთ. ამასთან, ძალიან კარგია, რომ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების პროგრამა არსებობს. მომავალში ვგეგმავთ, გავამრავალფეროვნოთ ეს პროგრამა. მათ ამ ასაკშივე უნდა დაუფასდეთ შრომა, რათა მომავალში კიდევ უფრო მოტივირებული იყვნენ“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.
მოგვიანებით, ალექსანდრე ჯეჯელავა ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსისტეტში რექტორთა გაფართოებულ სხდომას დაესწრო. სხდომას საქართველოს 25 უმაღლესი სასწავლებლის რექტორი ესწრებოდა.
დღესვე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 256 მოსწავლე დაჯილდოვდა. წარჩინებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო სოზიაშვილმა და რესურსცენტრის უფროსმა კახაბერ ფარცვანიამ გადასცეს.
„პროგრამის ფარგლებში, კომპიუტერებს იმ მოსწავლეებს ჩუქნიან, რომელთაც საბაზო საფეხურის ბოლოს დამრგვალებული „ათიანი“ აქვთ. ეს პროექტი მათ მოტივაციას უზრდის“, - განაცხადა ფარცვანიამ.