პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძის კანდიდატურას წარადგენს.
ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, მოადგილე კი - რატი იონათამიშვილი იქნება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
სპორტის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე შოთა ხაბარელი, მოადგილის თანამდებობაზე კი, ბიძინა გეგიძის კანდიდატურების წარდგენა იგეგმება.
ამავე თემაზე: სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს მიხეილ ყაველაშვილი დაიკავებს