ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის
პრეზიდენტი საქართველოში მის ექსტრადირებას არ განახორციელებს.
ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინული მე-5 არხის ეთერში განაცხადა.
„მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის“, - აცხადებს სააკაშვილი, თუმცა თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, მისი თქმით, საქართველოში 600 ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ერთ კვირაში თავისუფალი იქნება.