ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.
„ინფო 9“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ პოლიცია საპოლიციო ღონისძიებას ახორციელებს და უწყება მოგვიანებით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია მკვლელობასთან დაკავშირებით, თუმცა შსს-ში აღნიშნულს არ ადასტურებენ.