იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონალურ კონფერენცია-კონკურსზე
2 ჯილდოს მფლობელი გახდა.
საჯარო რეესტრმა 1 ჯილდო „საუკეთესო IT მენეჯმენტისთვის“ მიიღო, ასევე ნომინაციაში "საუკეთესო ონლაინ საინფორმაციო წყარო" რეგისტრაციის blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა პროექტმა მიიპოვა.
როგორც „ინფო 9“-ს საჯარო რეესტრიდაან აცნობეს, მათ ღონისძიებაზე ორგანიზაციაში დანერგილი 7 მნიშვნელოვანი IT ინიციატივა წარადგინეს: მათ შორის, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს რეესტრი, „Geojobs“ პროგრამული უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტებისთვის, ინფრასტრუქტურული რეორგანიზაცია, IT მენეჯმენტი , ინფორმაციული უსაფრთხოება, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი და საქართველოს სანავიგაციო სისტემა, როგორც საპროექტო განაცხადი საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია GITI 2016 წლის 10-11 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. ღონისძიებამ, რომელმაც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, წელს რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ GITI-ზე, რომელიც უკვე მეცხრედ ჩატარდა, საჯარო რეესტრი ყოველწლიურად სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი ხდება. ამას გარდა, იგი კონკურსის მთავარი ნომინაციის „წლის საუკეთესო IT სააგენტოს“ გამარჯვებულად სამჯერ დასახელდა.
ღონისძიება ტრადიციულად წლის საუკეთესო IT პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში საჯარო და კერძო სექტორის 50-მდე IT პროექტი იყო წარდგენილი.