მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება.
„ინფო 9“-ს ინფორმაციით, პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, რომ სხდომა 18 ნოემბერს გაიმართოს.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს.