პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი
სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
აშშ-ში პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი - ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი იბრძვის.