
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ერთ-ერთ ლომბარდში მუშაობდა, ხოლო იმ დროს, როდესაც თავს დაესხნენ, სამსახურიდან სახლში ფეხით ბრუნდებოდა.
თვითმხილველების განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს თან დიდი რაოდენობით თანხა ჰქონდა.
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში, ე.წ. თურქების მაღაზიის წინ, 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიკწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.