შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვან მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, ახალგაზრდა
მამაკაცი დააკავა.
როგორც „ინფო 9“-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, იმერეთში მომხდარ შემთხვევაზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
დაკავებული მამაკაცი 29 წლისაა, მისი მეუღლე კი - 15-ის.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვან მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა.
დაზარალებულის მშობლების თქმით, გოგონას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მათ შორის, „ჩამოყრილი აქვს კბილები, დამტვრეული აქვს ნეკნები და გატეხილი აქვს ცხვირი“.