
როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, სირცხვილია იმის მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა.
„აფეთქება გინდოდათ, აჯანყების მოწყობა გინდოდათ, იარაღის არსენალები გქონდათ. თქვენ ის ხალხი ხართ, 2008 წლის ომზე იძახდით მოვიგეთო“, - მიმართა სიხარულიძემ გოცირიძეს.
მეგი გოცირიძის მტკიცებით კი, „ნაციიონალურმა მოძრაობამ“ ნახევარი მილიონი ხმა მიიღო და საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
„რა გაკივლებთ ქალბატონო. ნუ ნერვიულობთ. ძალიან ცუდ დღეში ხართ ვიცი. სარკეში ჩაიხედეთ, როგორ იქცევით საერთოდ“, - მიმართა გოცირიძემ სიხარულიძეს.