„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სერგო რატიანის
მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს, მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება.
ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ავრცელებდეს მსგავს დეზინფორმაციას სერგო რატიანი. მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის მტკიცებით, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის წინააღმდეგ შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს.
მისი თქმით, ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის აჰმედ იმამყულიევის სახით საფრთხეს ხედავს და მის წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.
ამავე თემაზე: სერგო რატიანის განცხადებით, აჰმედ იმამყულიევის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება