
ბობოხიძის განცხადებით, არ არის სასიამოვნო ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის გადაწყვეტილება, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში ყოველთვის იყო და იქნება აზრთა სხვადასხვაობა. „იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ ერთიან მთლიან ფრონტს. რაც შეეხება პროპორციულ სიას, მასზე უარის თქმა ქალბატონ სანდრას გადასაწყვეტია“ - დასძინა ბობოხიძემ.
„როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, ძალიან კარგად მახსოვს, რომ მეორე ტურებში მონაწილეობის საკითხი კანდიდატების პერსონალური გადასაწყვეტი იქნებოდა. თავად პარტია მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას და ბოლომდე გავშლით იმ ერთიან ფრონტს, რასაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა" - აღნიშნა თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კანდიდატურა მოხსნა.