
მისი თქმით, სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანების ცენტრის დამფუძნებელი გოჩა რაფავა კაბინაში შევიდა და დააკვირდა, ამომრჩეველი რომელ პოლიტიკურ სუბიექტს აძლევდა ხმას, რითაც ხმის მიცემის ფარულობა უხეშად დაარღვია.
ფასაძის განცხადებით, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და ამომრჩევლის ნების თავისუფალი ნების გამოხატვაზე ზეგავლენის ნიშნებს შეიცავს.
დარღვევასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „საუნჯემ“ შესაბამისი საჩივარიც მოამზადა.
ამავე თემაზე: ზუგდიდის 79-ე უბანზე ერთ-ერთ დამკვირვებელს ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო, შენიშვნა მისცეს