
ამის შესახებ მან განცხადება გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ სურდათ, საკუთარი ძალები არჩევნებზე დამოუკიდებლად მოესინჯათ.
„თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში რჩებოდნენ და რაიმე ტიპის გაერთიანებაზე საუბარი ვერც იქნებოდა. არანაირი კონსულტაცია გაერთიანებაზე არ ყოფილა. ჩვენ გვინდოდა, ჩვენი პარტია დამოუკიდებლად გამოგვეცადა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, წარუმატებლობის მიუხედავად, არსებობს პოტენციალი, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მომავალ არჩევნებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ.