გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
თელასის ინფორმაციით, გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგია შეეზღუდება ასევე სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში კი 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.