ბათუმის სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელს იხილავენ.
ენმ ბათუმის 79-ე ოლქში 11 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ 11-ივე უბანზე არჩევნები გაყალბდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თუ სარჩელს სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ისინი პროკურატურას მიმართავენ.
ენმ-ს პრეტენზიებს სასამართლოში საოლქო კომისიის იურისტები პასუხობენ.