ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებმა ოზურგეთსა და მარტვილში ხმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები დააგროვეს.
TNS opinion-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, ოზურგეთის N59 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე 63%-ით ლიდერობს.
ასევე, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით - 63%-ით ლიდერობს მარტვილის N62 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია.