„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე და „ქართული - ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ილია ნაკაშიძე და მერაბ კარანაძე ორთაბათუმში მოსახლეობას შეხვდნენ. დეპუტატობის კანდიდატებმა მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და გამარჯვების შემთხვევაში, არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. ზურაბ პატარიძემ ორთაბათუმელებს ასევე, ხვალიდან გაზიფიცირების დაწყება აღუთქვა.