მარნეულის მუნიციპალიტეტი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალის
მასპინძლობს.
სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეულის გახსნის ცერემონია დღეს, კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ, კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლის „დაარქვი, რაც გინდა“ პრემიერა გაიმართა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარდგენილი რვა სახალხო თეატრი მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალს კონკურსის სახე აქვს, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდება და სპეციალური ჯილდები გადაეცემათ.
ღონისძიება მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით იმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სახალხო ფესტივალების ჩატარება მარნეულში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რაც სახალხო თეატრის წახალისებას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.