კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, ვარძიას ეწვევა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვარძიაში კლდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, რომელიც ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და ბურღვითი მეთოდით კლდის დიდი მასივების გამაგრებით სამუშაოებს გულისხმობს.
საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება იგეგმება. შედეგად, შშმ პირებს ვარძიის კომპლექსის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლებათ.
მიხეილ გიორგაძე და ნიკოლოზ ანთიძე სოფელ ჭაჭკარსაც ეწვევიან. ჭაჭკარის რეაბილიტაციის დაწყება 4 ივნისს, პრემიერის ვიზიტის დროს, მისივე ინიციატივით გადაწყდა.
ამ დროისთვის, სოფლის გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.