საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული
შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხვალ, მიხეილ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმს ეწვევა. შენობის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, სრულად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, გამაგრდა კონსტრუქციის თაღები და მოეწყო საცავი. ამ დროისთვის კი, შენობის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ 200 000 ლარზე მეტი გამოყო.