
იმ შემთხვევაში, თუ სირიაში შვიდი დღის განმავლობაში შეთანხმება დაირღვა, აშშ და რუსეთი ჯიჰადისტი მებრძოლების წინააღმდეგ კოორდინირებულ დაბომბვას განახორციელებენ.
სირიის არმიამ შვიდდღიანი „სიმშვიდის რეჟიმის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს. სირიის ოპოზიციას ზავის შესახებ თანხმობა ამ დრომდე არ განუცხადებია, თუმცა სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ძირითადად, მშვიდი ვითარებაა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორი დღის წინ მიაღწიეს.

ამავე თემაზე: აშშ და რუსეთი სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო ქმედებებზე შეთანხმდნენ