
ჩიქოვანმა სამაიას ბაღში შეკრებილ მხარდამჭერებს საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა და ხედვები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა.
„ზუგდიდს სჭირდება ისეთი მაჟორიტარი, რომელიც ქალაქს გაიყვანს არა პროცესების ბოლოში, არამედ პროცესების თავში და ვინც მოსახლეობის პრობლემებს რეალურად გააჟღერებს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.