საინფორმაციო პორტალი „ინფო9“ დღეიდან მედიაბაზარზე განახლებული სახით წარსდგა.
რებრენდინგის შედეგად, განახლდა „ინფო9“-ს ლოგო, საიტის სტრუქტურა და ვიზუალი. ცვლილებები შინაარსობრივ მხარესაც შეეხო. ახალ და მრავალფეროვან რუბრიკებში საიტის სტუმარი მისთვის საინტერესო ყველა საკითხზე იღებს ინფორმაციას, დაწყებული პოლიტიკური სიახლეებით, მოდის ტენდენციებით დასრულებული. იღებენ სასარგებლო რჩევებს ჯანმრთელობისა და სილამაზის შესახებ. გურმანებსა და დიასახლისებს საინტერესო კულინარიულ რეცეპტებს ვთავაზობთ.
ასევე, გაიგებთ დღის ამბებსა და წაიკითხავთ კომპეტენტური პირების მოსაზრებებსა და ანალიზს სხვადასხვა საკითხზე.
„ინფო9“-ს კორესპონდენტები მოვლენების ეპიცენტრში მუშაობენ და მომხმარებელს ოპერატიულ, გადამოწმებულ და ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან. პორტალის ვიზიტორების ინფორმირების წყარო მხოლოდ ტექსტი არ არის, შესაბამისი ვიდეო და ფოტომასალა კონკრეტულ მოვლენას ვიზუალურადაც წარმოაჩენს. საიტი არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისში, ან თუნდაც, მხოლოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ასახვით - „ინფო9“-ს კორესპონდენტები ყველა რეგიონში ჰყავს. არც უცხოეთის ახალი ამბები გამოგრჩებათ.
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსა და სხვა ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ქართულ სატელევზიო არხებს პირდაპირ ჩვენს პორტალზე უყურონ, მათ შორის გადახვევის ფუნქციით.
***
გახდი „ინფო 9“-ის ხელმომწერი - მასალის ნახვა შეუზღუდავია, მისი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ხელმომწერებისათვის.
მასალის ერთჯერადად გამოყენების მსურველთათვის: ტექსტური მასალის გამოყენებისას, წყაროს და ასევე, ინფო 9-ის ვებგვერდის ჰიპერლინკის მითითება აუციელებელია.
ვიდეოს გამოყენების შემთხვევაში, რედაქციასთან შეთანხმების შემდეგ, ნებადართულია ვიდეოს ფრაგმენტის გამოყენება, ვიდეოს სრულად ნახვის მსურველთათვის ინფო 9-ის ვებგვერდის ჰიპერლინკის მითითებით.