-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა, ხოლო პირველ მოადგილედ – გრიგოლ ლილუაშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
...
21:47 / 19.01.2019
-
ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი სასამართლო წესით გამოიკითხებიან, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
...
21:46 / 19.01.2019
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
...
21:44 / 19.01.2019
-
თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო.
...
19:15 / 19.01.2019
-
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული სრული შემადგენლობით ავღანეთში ჩავიდა. ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე" ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვ...
19:11 / 19.01.2019
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომელთა სამოქმედო არეალი დიდ დიღომს მოიცავს, 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს.
...
19:07 / 19.01.2019
-
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს. ტაძარში დასვენებულია ერთი ოჯახის სამი წევრი - ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო ციცვიძე.
...
19:03 / 19.01.2019
-
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი პალატაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკაში განცხადეს.
...
18:50 / 19.01.2019
-
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროულ ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, დაავადების ეპიდაფეთქება არ შეჩერდება.
...
17:14 / 19.01.2019
-
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წაუყენეს. მათ სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.
...
17:10 / 19.01.2019
-
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ დაუშვას.
...
16:42 / 19.01.2019
-
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის დიდ აიაზმაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა წყალი აკურთხა.
...
16:07 / 19.01.2019
-
იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი.
...
16:02 / 19.01.2019
-
დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდა ცა და ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას გა...
15:47 / 19.01.2019
-
დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზით ისარგებლოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი, 7,5-კილომეტრიანი საბაგირო გზის გახსნაზე განაცხადა.
...
15:44 / 19.01.2019
-
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია. პატრიარქმა მათი სახელები ბარძიმის გამობრძანებისას საკურთხეველზე წარმოთქვა.
...
15:38 / 19.01.2019
-
ბათუმში ნათლისღება ტრადიციული შთაფლვის რიტუალით აღინიშნა. დღესასწაულის დადგომისთანავე, მართლმადიდებელი მრევლი ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბა, სადაც განბანვის რიტუალი შესრულდა.
...
12:41 / 19.01.2019
-
თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
...
12:38 / 19.01.2019
-
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
...
12:30 / 19.01.2019
-
6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია იაშვილის კლინიკაში დაადასტურეს.
...
12:23 / 19.01.2019