-
42 წლის ლევან სიგუას მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლა მოწმეთა ჩვენებების შეჯერების ეტაპზე გადადის რის შემდეგაც, სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას შეძლებს.
...
22:21 / 12.08.2018
-
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 აგვისტოს, შავი ზღვის სანაპიროზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
...
20:48 / 12.08.2018
-
სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ხვალ მიმართავს. ზურაბიშვილი ცესკოს შესაბამის განცხადებას 15:00 საათზე წარუდგენს.
...
20:45 / 12.08.2018
-
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში, ხვალ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შეხვდებიან.
...
20:44 / 12.08.2018
-
სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
...
20:30 / 12.08.2018
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ადასტურებს მზადყოფნას, გაიმართოს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების კიდევ ერთი შეხვედრა. ამის შესახებ მან ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
...
19:47 / 12.08.2018
-
უშანგი მარგიანმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე ვერცხლის მედალი -90 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.
...
19:05 / 12.08.2018
-
ბათუმში, ვარდების სკვერში "ქართული მარშის" ლიდერები და წევრები, დიდგორობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვარდების სკვერში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას ითხოვენ.
...
18:23 / 12.08.2018
-
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ერთ-ერთი უბნის მოსახლეობამ აქცია გაიმართა.
...
16:46 / 12.08.2018
-
დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსვლელობა პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან დასრულდა. ამის შემდეგ მსვლელობის მონაწილეები დიდგორისკენ გაემართებიან.
...
16:44 / 12.08.2018
-
საქართველომ საკმაოდ კარგად დააღწია თავი ომის შედეგებს და ახლა განვითარების საკმაოდ კარგ ეტაპზეა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
...
16:42 / 12.08.2018
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს.
...
16:39 / 12.08.2018
-
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს "ავაზაკად" და "დაჯგუფების წევრად" მოიხსენიებს.
...
16:30 / 12.08.2018
-
ხულოში, სოფელ ვაშლოვანში 31 წლის ქალი დაჭრეს. იგი ამ დროისთვის ხულოს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ასევე უცნობია დაჭრის მიზეზი.
...
16:27 / 12.08.2018
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
...
14:34 / 12.08.2018
-
პარტია "თავისუფალი საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
...
14:30 / 12.08.2018
-
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, კერძოდ, საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი.
...
14:29 / 12.08.2018
-
ყაზბეგის მოსახლეობას გუშინ, გვიან ღამით სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა.
...
14:27 / 12.08.2018
-
ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ახალქალაქის მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყარო არის კარტოფილი და მიყენებული ზიანის შედეგად, ადამიანები ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხა...
14:26 / 12.08.2018
-
დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდგორში განაცხადა, სადაც დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება.
...
14:24 / 12.08.2018