გიორგი გახარია: უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე
13:53 / 27.05.2020
უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარია: ბევრმა ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსახლეობისთვის გაეწია სტაციონარული მკურნალობა, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში
13:44 / 27.05.2020
საქართველოში არ ყოფილა არცერთი ადამიანი, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული, ან არსებობდა ეჭვი და არ მიუღია სტაციონარული მკურნალობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი გახარია: ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა
13:38 / 27.05.2020
ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა, ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარია: ბევრმა ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსახლეობისთვის გაეწია სტაციონარული მკურნალობა, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში
13:35 / 27.05.2020
საქართველოში არ ყოფილა არცერთი ადამიანი, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული, ან არსებობდა ეჭვი და არ მიუღია სტაციონარული მკურნალობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
13:32 / 27.05.2020
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
პრემიერი: ხვალ, ახალ მსოფლიოში, კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული
13:28 / 27.05.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს, ევროპის 49 ქვეყანას შორის, 100 სულ მოსახლეზე კორნავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს. მისივე თქმით, ინფქციის გავრცელების მაჩვენებლით ქვეყანა 123-ე ადგილს იკავებს. გახარიას თქმით, ეს როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესისა და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა.
საქართველო მზადაა რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში „საერთაშორისო ვარჯიშის“ ფარგლებში დაუშვას
13:22 / 27.05.2020
საქართველო მზადაა რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში „საერთაშორისო ვარჯიშის“ ფარგლებში დაუშვას. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას დღეს დავით ზალკალიანის უწყებაში უპასუხეს და მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში ცრუ ბრალდებების გაკეთებაში დაადანაშაულეს.
კახა კალაძე: მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს
11:59 / 27.05.2020
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, სხვანაირად უბრალოდ, შეუძლებელია და ეს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
კახა კალაძე: უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, რათა არავითარ შემთხვევაში არ იყოს კონდიციონერები ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რათა ტრანსპორტი ნიავდებოდეს
11:53 / 27.05.2020
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ საჭირო იქნება, უსაფრთხოების ზომების დაცვა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის აუცილებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება.
გიორგი გახარია: ქვეყანაში ინფექციის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, ეს არის საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგი
11:36 / 27.05.2020
ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, ეს არის ჩვენი საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება
11:30 / 27.05.2020
საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
1-ელი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება
11:27 / 27.05.2020
1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება
11:25 / 27.05.2020
8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება
11:23 / 27.05.2020
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა
10:47 / 27.05.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 735 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-ით გაიზარდა და 557 გახდა.
საქართველოს პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ
10:33 / 27.05.2020
საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მეუფე ანტონი ოპოზიციის ნაწილს: რა თქვენი საქმეა ჩვენ კოვზით ვაზიარებთ თუ არა ადამიანებს
00:40 / 27.05.2020
ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა, განაცხადა.
მეუფე ანტონი ინგა გრიგოლიას: მედიის გარკვეული ნაწილი ეკლესიის პირდაპირი მტრები ხართ
00:31 / 27.05.2020
ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს, ინგა გრიგოლიას.
არასდროს ვაპატიებ ბურჯანაძეს იმას, რაც მან გააკეთა – გოგა ხაინდრავა
00:11 / 27.05.2020
არასდროს ვაპატიებ ბურჯანაძეს იმას, რაც მან გააკეთა”- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია ‘POSTV-ს ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციის დარბევა გაიხსენა.
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხდება
00:04 / 27.05.2020
“სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:
ევროკავშირში კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზადებას იწყებენ
23:47 / 26.05.2020
ევროკავშირი კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღის გავრცელებასთან დაკავშირებით მზადყოფნის ამაღლებას იწყებს, ამის შესახებ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონის გახსნა უფრო მეტი რისკი მგონია, მთავრობამ რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი შექმნას
22:57 / 26.05.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ტურიზმის გახსნა რისკებთან არის დაკავშირებული და აღნიშნული საკითხი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რაც დღეს მთავრობის წინაშე დგას.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ ცათამბჯენზე ხანძარია [ვიდეო]
02:28 / 06.05.2020
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მდებარე ცათამბრჯენზე ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის 40-სართულიან „აბკო თაუერზე“ ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო მანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობს.
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს ჩვენ არ გვეკადრება
12:40 / 22.04.2020
მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს. ეს ჩვენ არ გვეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდომარეობის გამოცხადებით, შესაძლებელი გახდა, პირველ ეტაპზე ვითარების მქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის უკიდურესი გართულებებისგან დაცვა.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×