აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს
11 წუთის წინ
„თავისუფალი საქართველოს“, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ და „რეფორმატორების“ ავტოკოლონამ ვარდების მოედნიდან ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა.
ახმეტის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა
19:38 / 04.03.2015
ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებას ურჩევს, ან გადასახადები გაზარდოს, ან ხარჯები შეამციროს
19:38 / 04.03.2015
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად ან გადასახადები გაზარდოს, ან ხარჯები შეამციროს.
აქციის მონაწილეებმა ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
19:34 / 04.03.2015
ვარდების მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს.
ვარდების მოედანზე აქცია „არა ნაცები! არა ქოცები!“ მიმდინარეობს
19:20 / 04.03.2015
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ცოტა ხანში ავტოკოლონებით ვარდების მოედნიდან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ დაიძვრებიან.
საყდრისთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დეპუტატებმა ჩააგდეს
18:56 / 04.03.2015
პარლამენტში საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა. დეპუტატებმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა კენჭისყრების შედეგად საყდრისის კომისია ვერ შეიქმნა.
ქანთარია მოსახლეობას მოუწოდებს „ნაცმოძრაობის“ მიტინგზე „გასვლა არ იკადრონ“
17:04 / 04.03.2015
პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე არ მივიდნენ.
ლარი მყარდება - ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.10 ლარია
16:59 / 04.03.2015
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში სამი პუნქტით კვლავ გამყარდა.
ნადირაშვილი უმრავლესობას: თქვენ ყველაზე მატყუარა მთავრობა ხართ
16:09 / 04.03.2015
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მთავრობა მერიის ზედამხედველობის აპარატის უფროს ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესს მუხლებაკანკალებული ელოდება, რადგანაც ქვეყანა კორუფციაშია ჩაბმული.
საპატრიარქო უწმინდესის მიერ გიული ალასანიას დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
16:06 / 04.03.2015
საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გიული ალასანია თავისთან დაიბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
ლევან თარხნიშვილი: პარლამენტში შესვლას დავთანხმდები
15:09 / 04.03.2015
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან თარხნიშვილი თანახმაა, პარლამენტში დეპუტატ გიორგი ოჩიაურის ადგილმონაცვლე გახდეს. ამის შესახებ მან „ინფო 9“-სთან საუბრისას განაცხადა.
თარგამაძე უმრავლესობას მიმართავს: ივანიშვილის ახალი სათამაშოთი გაერთეთ და რეალობა არ შეიმჩნიოთ
15:01 / 04.03.2015
უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ხელისუფლებას მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნას ულოცავს და ურჩევს, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ახალი „სათამაშოთი“ გაერთონ და ქვეყანაში შექმნილი რეალობა არ შეიმჩნიონ.
წიკლაური: 21 მარტის აქციაზე ხალხი უნდა მივიდეს და „რუს ოლიგარქს“ ივანიშვილს უნდა უთხრას - არა
14:40 / 04.03.2015
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ქართველ ხალხს მოუწოდებს 21 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდეს და „რუს ოლიგარქს“ ბიძინა ივანიშვილს უთხრას - არა.
ხადური ადასტურებს, რომ ლარის გაუფასურების გამო, ვალის მოცულობა გაზრდილია
14:36 / 04.03.2015
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო, ლარში დაფიქსირებული სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზრდილია.
უხუცესი დეპუტატი გიორგი ოჩიაური მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
14:05 / 04.03.2015
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ოჩიაური პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართავს.

კვირიკაშვილი: ქონების ჩამორთმევის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს
13:48 / 04.03.2015
ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს და ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
წულუკიანი: დაუსჯელობის სინდრომი არც ერთი ხელისუფლების პირობებში აღარ უნდა განმეორდეს
13:42 / 04.03.2015
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საჭირო იყო სპეციალური ორგანოს არსებობა იმისთვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არა მხოლოდ აღმოიფხვრას, არამედ არც ერთი ხელისუფლების პირობებში აღარ განმეორდეს.
ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია ლოზუნგით - „არა ნაცები, არა ქოცები“ გაიმართება
13:30 / 04.03.2015
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები დღევანდელ აქციაზე მიიღებენ რეზოლუციას და ბიძინა ივანიშვილს მათ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად დროს მისცემენ.
ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებს სახელმწიფო გადახდის სხვადასხვა ალტერნატიავს შესთავაზებს
13:25 / 04.03.2015
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებს.
პრემიერის თქმით, შესაძლოა საშუალო და ქვედა რგოლის მოხელეებს პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ
13:21 / 04.03.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფარგლებში შეღავათი გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

ღარიბაშვილი სამართლიანობის აღდგენაზე: ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ
12:56 / 04.03.2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში კანონზე მაღლა არავინ უნდა იყოს და დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელი არ დარჩებიან.

პრემიერი: ბევრ მოქალაქეს დარღვეული უფლებები აღუდგა, მაგრამ დარჩა იარები
12:48 / 04.03.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველოს 300 000-ზე მეტი მოქალაქე გასამართლდა, რაც უზარმაზარი ციფრია. ამის შესახებ პრემიერმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.
გიორგი ბადაშვილის თქმით, პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შესული განცხადებების სიმრავლის გამო შეიქმნა
12:29 / 04.03.2015
მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი პროკურატურაში შესული განცხადებების სიმრავლის გამო შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა დეპარტამენტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნა
12:09 / 04.03.2015
მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი კოკა კაციტაძე იქნება.
ნორლანდი: საქართველო იმ პერიოდისთვის ემზადება, როდესაც ნატო-ში გაწევრიანების დრო მოვა
11:27 / 04.03.2015
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველო ემზადება იმ პერიოდისთვის, როდესაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა.
ნარმანია: სასწრაფო დახმარების სამსახურის ქვეფილიალების გახსნით ოპერატიულობა გაიზრდება
11:17 / 04.03.2015
თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ახალი კონცეფცია შეიქმნა.
ნარმანიას განცხადებით, საგზაო სამუშაოები გააქტიურდება
10:57 / 04.03.2015
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გაზაფხულზე თბილისის მერია აქტიურად იმუშავებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით.

შსს საბურთალოს გამგეობის თანამშრომლის დაკავების კადრებს ავრცელებს
09:40 / 04.03.2015
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,
პური 10 თეთრით გაძვირდა
13:54 / 03.03.2015
პურზე ფასები საშუალოდ 10 თეთრით გაიზარდა. ფასების ზრდა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება.
ზუგდიდში მეგის ქარდავას ცოლისძმა დაჭრეს
12:45 / 03.03.2015
პატიმრების წამების ფაქტზე ბრალდებულის მეგის ქარდავას ცოლისძმა, კუდის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ფიფია დაჭრეს.
დღის სიახლეები
გამოკითხვა
რას უკავშირებთ ლარის მკვეთრ გაუფასურებას?