ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველო ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია
17:10 / 29.01.2015
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს შეფასებით, საქართველო ალიანსის ჭეშმარიტად განსაკუთრებული პარტნიორია.
ზურაბ აბაშიძე: სამართლიანობის აღდგენაც შერჩევით ხდება
16:47 / 29.01.2015
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა შერჩევით ხდება. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღარიბაშვილი: მოწოდებული ვართ, რომ უელსის სამიტზე მიღებული პაკეტი დროულად და ეფექტურად განხორციელდეს
16:45 / 29.01.2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაa იმისა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე და მკაფიო მხარდაჭერა ალიანსის მხრიდან.
ადვოკატი: კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გარკვეული სურათი უახლოეს პერიოდში დაიდება
16:29 / 29.01.2015
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული სურათი უახლოეს პერიოდში დაიდება, რითაც ცნობილი გახდება, თუ რა მოხდა რეალურად 2006 წლის 2 მაისს.
გია ხუხაშვილი: ივანიშვილმა პრემიერს მძიმე ბრალდებები წაუყენა
16:06 / 29.01.2015
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მოქმედ პრემიერს მძიმე ბრალდებები წაუყენა. ამის შესახებ მან „ინფო 9“-ს განუცხადა.
ვერშბოუ: ნატო-ს სასწავლო ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით მუშაობა გააქტიურდება
15:18 / 29.01.2015
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი საქართველოსთან პარტნიორობის საკითხში ნატოს ერთგულებას ადასტურებს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ თავდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს შეხვდა.
დოლიძე: ივანიშვილი მთავრობას კულისებიდან აკონტროლებს
14:47 / 29.01.2015
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობას კულისებიდან მართავს.
უსუფაშვილი: ბატონი ბიძინა არის მოქალაქე და მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე
13:44 / 29.01.2015
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასება არ ისურვა.
უსუფაშვილი: ვინც სიცრუეს ტირაჟირებას უკეთებს, მალე იმხილება
13:08 / 29.01.2015
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ვიდეო მასალების შექმნა, მოპოვება, მონტაჟი და გავრცელება მოდაშია.
უსუფაშვილი: არასამთავრობო სექტორი იყო, არის და დარჩება თავისუფალი
12:53 / 29.01.2015
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში არასამთავრობო სექტორი იყო და არის თავისუფალი და ასევე დარჩება, ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის ცდება.
ჯანელიძე: რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება
12:42 / 29.01.2015
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მოსკოვთან დაავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბეის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
ნინო ლომჯარია: ივანიშვილის განცხადება თვითლუსტრაციაც იყო
12:38 / 29.01.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოწმობს, რომ ის ხელისუფლებას წარმოადგენს.
ჯანელიძე: უნდა დავეხმაროთ უკრაინას იმ ფორმით, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ დააზარალებს
12:35 / 29.01.2015
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველო უკრაინას იმ ფორმით უნდა დაეხმაროს, რაც ქვეყანას არ დააზარალებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ამ მოსაზრებას ეთანხმება.
ხადური: ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია
12:19 / 29.01.2015
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტს 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია. როგორც ხადურმა აღნიშნა, საქართველოში ის პროცესები ხდება, რაც მთელ მსოფლიოშია.
ფანჯიკიძე: რუსული ორიენტაციის არასამთავრობოები ექსპრემიერის ყურადღების ცენტრში არ მოხვდა
12:16 / 29.01.2015
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ინტერვიუთი გაკვირვებულია.
ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.08-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს
12:07 / 29.01.2015
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი დღეის მონაცემებით, 2.08-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ჩიხრაძე: ივანიშვილი ღარიბაშვილს ალმაცერად უყურებს, ის დაწუნებული კადრია
12:01 / 29.01.2015
პარტია „ახალი მემარჯვენების“ ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ აჩვენა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწუნებული კადრია.
კობახიძის შეფასებით, ღარიბაშვილის ნათესავების კუთხით პრობლემები არსებობდა
11:52 / 29.01.2015
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების კუთხით პრობლემები არსებობდა. ამის შესახებ მან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
კობახიძე: პარტია განახლებას საჭიროებს, რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია
11:40 / 29.01.2015
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიაში რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ პროცესში როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზე საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
ბაქრაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ნატო-ს სრული მხარდაჭერა აქვს
11:32 / 29.01.2015
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი ნატო-ს წევრი ქვეყნების სრული მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვერშბოუ: საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარნტიორია
11:24 / 29.01.2015
საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარნტიორია, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ღარიბაშვილი: ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება
11:02 / 29.01.2015
პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება და მთავრობამ გამოწვევებს გაათმაგებული მობილიზებით უნდა შეხედოს.
ღარიბაშვილი: პოლიციის დისკრედიტაციის საშუალებას არავის მივცემ
10:40 / 29.01.2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აფასებს, რომელიც სამართალდამცავების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
პრემიერის გაფრთხილება - ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ
10:35 / 29.01.2015
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალებს ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აფასებს.
პრემიერის თქმით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საწვავზე ფასი უნდა შემცირებულიყო
10:21 / 29.01.2015
ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა, შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქრების ფასი, მაგრამ სამწუხაროდ გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა, - ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის პირველად შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ღარიბაშვილი: ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ
10:11 / 29.01.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების გამო, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საის თავმჯდომარე: საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება არასამთავრობო სექტორის კვლევა
10:07 / 29.01.2015
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საინტერესოა, რა არის არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით კვლევის მიზანი, რომელზეც გუშინ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა.
პრემიერი: ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება
09:56 / 29.01.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ''განსაკუთრებული არაფერი ხდება''.
სერგეენკო: მჯერა, მთავრობა სამართლიანობის აღდგენის ამოცანას ეფექტურად შეასრულებს
09:29 / 29.01.2015
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენის ამოცანებს მთავრობა ეფექტურად შეასრულებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განუცხადა.
სერგეენკო მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის კურსის ცვლილებას უკავშირებს
09:23 / 29.01.2015
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის კურსის ცვლილებებს უკავშირებს.
დავით ნარმანია: 2015 წელს მუშაობის ტემპები უფრო მაღალი იქნება
09:09 / 29.01.2015
თბილისის მერი დავით ნარმანია პირობას დებს, რომ 2015 წელს მუშაობის ტემპები მაღალი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განუცხადა.
ივანიშვილი: ვინც ქართველებს მოუწოდებს, რომ უკრაინაში დაიხოცონ, თავიანთი შვილებით დაიწყოს
23:07 / 28.01.2015
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოწოდებები იმის შესახებ, რომ ქართველები საბრძოლველად უკრაინაში წავიდნენ, არასწორია.
ივანიშვილის ახალი შენიშვნა პრეზიდენტს - „ზედმეტად სწევს თამასას“
22:30 / 28.01.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდრომარეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებულ პროცესებში ის პრინციპულად არ ერევა.
ივანიშვილი: მოსახლეობამ რჩევა უნდა მიიღოს, კაპიტალი დოლარში დააბანდოს თუ ლარში
22:09 / 28.01.2015
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის აცხადებს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
ივანიშვილი: ვაზაგაშვილის საქმეზე ყველა მიიღებს შესატყვისს
22:02 / 28.01.2015
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის ტრაგედია, რომელიც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით დატრიალდა, ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი გამოწვევაა.
ივანიშვილი „ნაცმოძრაობის“ შესახებ მხატვრულ სერიალს - „9+1“ გადაიღებს
21:48 / 28.01.2015
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს საზოგადოებას და მათ შორის, მასაც საუბარი იმის შესახებ, რომ ყველაფერი შავია, სწორი ანალიზის გაკეთებაში ხელს უშლის.
ივანიშვილი: ღარიბაშვილს ვუთხარი, რომ მისთვის მთავარი პრობლემა მისი ნათესავები იქნებოდნენ
21:35 / 28.01.2015
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობა გადააბარა, უთხრა, რომ მისი პრობლემა საკუთარი ნათესავები იქნებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი დაბრუნება სწორი არ იქნება
21:21 / 28.01.2015
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
ივანიშვილი: ზედმეტი ნდობა არც ალასანიას და არც მარგველაშვილს უჩუქებია, ჩემი შრომით მოვიპოვე
21:11 / 28.01.2015
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებული ჭარბი ნდობა მან დამსახურებულად მოიპოვა.
ივანიშვილი: ჩემს სიტყვას მეტი ძალა აქვს
21:08 / 28.01.2015
ექსპრემეირ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის სიტყვას მეტი ძალა აქვს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ნაცმოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კომენტარს აკეთებს
20:05 / 28.01.2015
მედიაში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გააკეთა,
პრეზიდენტი პროფესიულ წრეებს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებზე მოსაზრებები წარადგინონ
18:22 / 28.01.2015
პრეზიდენტი პროფესიულ წრეებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესში ჩაერთონ და საკუთარი შეხედულებები კანდიდატურებთან დაკავშირებით 9 თებერვლამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ.
სასამართლომ ემზარ კვიციანი გაათავისუფლა - მისი პირველი კომენტარი
17:01 / 28.01.2015
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  გაათავისუფლა. კვიციანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ჯაფარიძე: ბერიკაშვილმა იარაღი ამოიღო და პატრულის თანამშრომელს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია
12:08 / 28.01.2015
პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელზეც პატრულის დისკრედიტაციის მცდელობაა დაფიქსირებული. კერძოდ, კადრებში ჩანს, რომ პირი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
დღის სიახლეები
გამოკითხვა
გრძნობთ თუ არა თავს ქვეყანაში დაცულად?
ფოტორეპორტაჟი