ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა
31 წუთის წინ
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა იმ დიდი მისიის შესრულებაში, რომლის მიზანი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებაა.
სესიაშვილი: ბატონი ბიძინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ალალად და მკაფიოდ წარმოაჩენს
18:37 / 29.01.2015
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ალალად და მკაფიოდ წარმოაჩენს, მაგრამ მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მოსაზრება მუდმივად არსებობს, რომ ის გარკვეულ პროცესებს მართავს.
„ნაცმოძრაობის“ მმართველობის შესახებ ფილმის გადაღებაზე შეთავაზება გოგა ხაინდრავამ მიიღო
18:34 / 29.01.2015
„ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრული ფილმის გადაღებაზე შეთავაზება რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიიღო. ამის შესახებ „ინფო 9“-ს ხაინდრავამ განუცხადა.
ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველო ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია
17:10 / 29.01.2015
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს შეფასებით, საქართველო ალიანსის ჭეშმარიტად განსაკუთრებული პარტნიორია.
ზურაბ აბაშიძე: სამართლიანობის აღდგენაც შერჩევით ხდება
16:47 / 29.01.2015
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა შერჩევით ხდება. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატი: კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გარკვეული სურათი უახლოეს პერიოდში დაიდება
16:29 / 29.01.2015
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული სურათი უახლოეს პერიოდში დაიდება, რითაც ცნობილი გახდება, თუ რა მოხდა რეალურად 2006 წლის 2 მაისს.
გია ხუხაშვილი: ივანიშვილმა პრემიერს მძიმე ბრალდებები წაუყენა
16:06 / 29.01.2015
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მოქმედ პრემიერს მძიმე ბრალდებები წაუყენა. ამის შესახებ მან „ინფო 9“-ს განუცხადა.
უსუფაშვილი: ბატონი ბიძინა არის მოქალაქე და მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე
13:44 / 29.01.2015
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასება არ ისურვა.
უსუფაშვილი: არასამთავრობო სექტორი იყო, არის და დარჩება თავისუფალი
12:53 / 29.01.2015
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში არასამთავრობო სექტორი იყო და არის თავისუფალი და ასევე დარჩება, ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის ცდება.
ჯანელიძე: რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება
12:42 / 29.01.2015
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მოსკოვთან დაავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბეის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
ნინო ლომჯარია: ივანიშვილის განცხადება თვითლუსტრაციაც იყო
12:38 / 29.01.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოწმობს, რომ ის ხელისუფლებას წარმოადგენს.
ხადური: ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია
12:19 / 29.01.2015
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტს 2015 წლის დასაწყისში ლარის გაცვლით კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია. როგორც ხადურმა აღნიშნა, საქართველოში ის პროცესები ხდება, რაც მთელ მსოფლიოშია.
ფანჯიკიძე: რუსული ორიენტაციის არასამთავრობოები ექსპრემიერის ყურადღების ცენტრში არ მოხვდა
12:16 / 29.01.2015
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ინტერვიუთი გაკვირვებულია.
ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.08-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს
12:07 / 29.01.2015
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი დღეის მონაცემებით, 2.08-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ჩიხრაძე: ივანიშვილი ღარიბაშვილს ალმაცერად უყურებს, ის დაწუნებული კადრია
12:01 / 29.01.2015
პარტია „ახალი მემარჯვენების“ ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ აჩვენა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწუნებული კადრია.
კობახიძის შეფასებით, ღარიბაშვილის ნათესავების კუთხით პრობლემები არსებობდა
11:52 / 29.01.2015
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების კუთხით პრობლემები არსებობდა. ამის შესახებ მან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
ბაქრაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ნატო-ს სრული მხარდაჭერა აქვს
11:32 / 29.01.2015
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი ნატო-ს წევრი ქვეყნების სრული მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვერშბოუ: საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარნტიორია
11:24 / 29.01.2015
საქართველო ნატო-ს შესანიშნავი პარნტიორია, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ღარიბაშვილი: ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება
11:02 / 29.01.2015
პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება და მთავრობამ გამოწვევებს გაათმაგებული მობილიზებით უნდა შეხედოს.
ღარიბაშვილი: პოლიციის დისკრედიტაციის საშუალებას არავის მივცემ
10:40 / 29.01.2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიციელებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აფასებს, რომელიც სამართალდამცავების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
პრემიერის გაფრთხილება - ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ
10:35 / 29.01.2015
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალებს ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აფასებს.
პრემიერის თქმით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, საწვავზე ფასი უნდა შემცირებულიყო
10:21 / 29.01.2015
ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა, შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქრების ფასი, მაგრამ სამწუხაროდ გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა, - ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის პირველად შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ღარიბაშვილი: ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ
10:11 / 29.01.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების გამო, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საის თავმჯდომარე: საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება არასამთავრობო სექტორის კვლევა
10:07 / 29.01.2015
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საინტერესოა, რა არის არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით კვლევის მიზანი, რომელზეც გუშინ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა.
პრემიერი: ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება
09:56 / 29.01.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ''განსაკუთრებული არაფერი ხდება''.
სერგეენკო მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის კურსის ცვლილებას უკავშირებს
09:23 / 29.01.2015
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის კურსის ცვლილებებს უკავშირებს.
დავით ნარმანია: 2015 წელს მუშაობის ტემპები უფრო მაღალი იქნება
09:09 / 29.01.2015
თბილისის მერი დავით ნარმანია პირობას დებს, რომ 2015 წელს მუშაობის ტემპები მაღალი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განუცხადა.
დღის სიახლეები
გამოკითხვა
გრძნობთ თუ არა თავს ქვეყანაში დაცულად?
ფოტორეპორტაჟი