პრემიერის თავმჯდომარეობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მიმდინარეობს
3 წუთის წინ
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა მიმდინარეობს.
პარლამენტი საქმიანობას რიგგარეშე ფორმატში გააგრძელებს
18 წუთის წინ
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს, ბიუროს სხდომით დაიხურა.
წულუკიანის თქმით, საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრა აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა შეთანხმდეს
32 წუთის წინ
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების შეხვედრის დაგეგმვა, სავარაუდოდ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა მოხდეს.
მარგველაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია
14:08 / 19.12.2014
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგარეო უწყება ამ ეტაპზე რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრაზე არ მუშაობს
14:07 / 19.12.2014
საქართველოს საგარეო უწყება ამ ეტაპზე რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრაზე არ მუშაობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ესტონელ კოლეგა კეიტ პენტუს-როსიმანუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შსს შენი ერთგული მესაიდუმლე“ - კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეების აქცია თბილისში
13:40 / 19.12.2014
კამპანიაში „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ. ისინი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს აპროტესტებენ.
წულუკიანის თქმით, მას ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გაუხარდება
13:20 / 19.12.2014
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გაუხარდება.
ბესელიამ არ იცის, პრეზიდენტი და პრემიერი რუსეთში ჩავლენ თუ არა, მაგრამ არაფერს გამორიცხავს
13:05 / 19.12.2014
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ როდესაც მტერს იარაღით ვერ ერევი, მას პოლიტიკური ენით უნდა დაუპირისპირდე, რათა ქვეყნის დეოკუპაცია დაჩქარდეს.
პატრიარქი: შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გაამთლიანოს საქართველო
12:47 / 19.12.2014
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შესთხოვა.
ჯაჭვლიანი: კარგია, თუ პოლიტიკაში ივანიშვილი დაბრუნდება
12:23 / 19.12.2014
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა დაბრუნდეს.
ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აბაშიძე-კარასანის დიალოგმა გახსნა
12:03 / 19.12.2014
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აბაშიძე-კარასანის დიალოგმა გახსნა. ამის შესახებ მან ესტონელ კოლეგასთან კეიტ პენტუს-როსიმანუსთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
შულცი: უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ სრულად შეასრულოს შეთანხმება
11:57 / 19.12.2014
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებს.
„თავი დაგვანებონ და მუშაობის უფლება მოგვცენ“ - მოსახლეობის აქცია კაზრეთში
11:38 / 19.12.2014
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან კაზრეთის მოსახლეობა, მაღაროზე სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით აქციას მართავს.
არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს პრეზიდენტს შეხვდება
11:33 / 19.12.2014
არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს გააცნობს.
ბერუჩაშვილი: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი გამოწვევებით აღსავსეა
11:14 / 19.12.2014
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი საკმაოდ შრომატევადი და გამოწვევებით აღსავსეა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საია კულტურის სამინისტროსა და მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს
10:43 / 19.12.2014
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საყდრისის თემაზე კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს.
ბერუჩაშვილის თქმით, ხელისუფლება მზადაა დემოკრატიული რეფორმები მეტი აქტიურობით განაგრძოს
10:28 / 19.12.2014
საქართველოს ხელისუფლება ევროპული ფასეულობების ერთგულია და მზად არის, მეტი აქტიურობით გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები.
ბერუჩაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია უმნიშვნელოვანეს გზავნილებს მოიცავს
10:25 / 19.12.2014
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერუჩაშვილი: ასოცირების ხელშეკრულება ცალკეული პოლიტიკური ძალის დამსახურება არ არის
09:48 / 19.12.2014
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ძალის დამსახურება არ არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რეზოლუციის თანახმად, შერჩევითი სამართლის შესახებ ბრალდებებს უარყოფითი გავლენა აქვს
09:46 / 19.12.2014
ევროპარლამენტის რეზოლუციაში უცვლელად დარჩა ევროპელი ლიბერალ-დემოკრატების შესწორება, სადაც ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას, ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ ბრალდებასთან, ასევე, პატიმრობაში ან წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.
იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი მზადაა საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში დაეხმაროს
09:36 / 19.12.2014
ევროკავშირი მზად არის საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში დაეხმაროს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯენ ფსაკი: აშშ უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში
09:32 / 19.12.2014
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას ულოცავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯერ ფსაკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა განიხილება
20:24 / 18.12.2014
ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე შესაძლოა, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნოს.
ზურაბ აბაშიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობას ადასტურებს
19:22 / 18.12.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობას ადასტურებს.
ჯეიმს აპატურაი: საქართველომ კიდევ ერთი ევროპული ნაბიჯი გადადგა
18:27 / 18.12.2014
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს, ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს.
ევროკომისარი: ე.წ. შეთანხმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს
18:21 / 18.12.2014
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.
ევროპარლამენტის რეკომენდაციით, საქართველომ რეფორმები უნდა განაგრძოს
16:51 / 18.12.2014
ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მწვანე შუქი აუნთო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
სააკაშვილი: სამიანზე ძლივს ვქაჩავთ
14:18 / 18.12.2014
ევროპარლამენტის შენობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მივიდა. სააკაშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტში სესიას სტუმრის სტატუსით, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიწვევით დაესწრება.
დღის სიახლეები
გამოკითხვა
უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?