ჯაჭვლიანი: კარგია, თუ პოლიტიკაში ივანიშვილი დაბრუნებდა
14 წუთის წინ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა დაბრუნდეს.
ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აბაშიძე-კარასანის დიალოგმა გახსნა
34 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აბაშიძე-კარასანის დიალოგმა გახსნა. ამის შესახებ მან ესტონელ კოლეგასთან კეიტ პენტუს-როსიმანუსთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
შულცი: უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ სრულად შეასრულოს შეთანხმება
39 წუთის წინ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებს.
„თავი დაგვანებონ და მუშაობის უფლება მოგვცენ“ - მოსახლეობის აქცია კაზრეთში
58 წუთის წინ
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან კაზრეთის მოსახლეობა, მაღაროზე სამუშაოების გაგრძელების მოთხოვნით აქციას მართავს.
არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს პრეზიდენტს შეხვდება
11:33 / 19.12.2014
არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს გააცნობს.
ბერუჩაშვილი: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი გამოწვევებით აღსავსეა
11:14 / 19.12.2014
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი საკმაოდ შრომატევადი და გამოწვევებით აღსავსეა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საია კულტურის სამინისტროსა და მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს
10:43 / 19.12.2014
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საყდრისის თემაზე კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს.
ბერუჩაშვილის თქმით, ხელისუფლება მზადაა დემოკრატიული რეფორმები მეტი აქტიურობით განაგრძოს
10:28 / 19.12.2014
საქართველოს ხელისუფლება ევროპული ფასეულობების ერთგულია და მზად არის, მეტი აქტიურობით გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები.
ბერუჩაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია უმნიშვნელოვანეს გზავნილებს მოიცავს
10:25 / 19.12.2014
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერუჩაშვილი: ასოცირების ხელშეკრულება ცალკეული პოლიტიკური ძალის დამსახურება არ არის
09:48 / 19.12.2014
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ძალის დამსახურება არ არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რეზოლუციის თანახმად, შერჩევითი სამართლის შესახებ ბრალდებებს უარყოფითი გავლენა აქვს
09:46 / 19.12.2014
ევროპარლამენტის რეზოლუციაში უცვლელად დარჩა ევროპელი ლიბერალ-დემოკრატების შესწორება, სადაც ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას, ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ ბრალდებასთან, ასევე, პატიმრობაში ან წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.
იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი მზადაა საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში დაეხმაროს
09:36 / 19.12.2014
ევროკავშირი მზად არის საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში დაეხმაროს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯენ ფსაკი: აშშ უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში
09:32 / 19.12.2014
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას ულოცავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯერ ფსაკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა გაიმართება
09:11 / 19.12.2014
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51-ე სხდომა გაიმართება.
ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა განიხილება
20:24 / 18.12.2014
ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე შესაძლოა, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნოს.
ნაყოფია საყდრისის კომიტეტთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა მათ დაფინანსებას უარყოფს
19:33 / 18.12.2014
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა ნამდვილად ჰქონდა და საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით საკუთარი ინფორმაცია გაუზიარა.
ზურაბ აბაშიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობას ადასტურებს
19:22 / 18.12.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობას ადასტურებს.
ჯეიმს აპატურაი: საქართველომ კიდევ ერთი ევროპული ნაბიჯი გადადგა
18:27 / 18.12.2014
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს, ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს.
ევროკომისარი: ე.წ. შეთანხმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს
18:21 / 18.12.2014
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტი ხელისუფლებას 24 საათიან ვადას აძლევს
18:04 / 18.12.2014
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი ხელისუფლებას საბადოს ნგრევის შესაჩერებლად 24 საათიან ვადას აძლევს.
ევროკომისარი: ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს სარგებელს მოუტანს
17:39 / 18.12.2014
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკავშირთან გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს.
ევროპარლამენტის რეკომენდაციით, საქართველომ რეფორმები უნდა განაგრძოს
16:51 / 18.12.2014
ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მწვანე შუქი აუნთო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
აშშ-ს საელჩო საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს
16:45 / 18.12.2014
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოს, ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მიესალმება - პრემიერის განცხადება
16:36 / 18.12.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა ქართველის სახელით ევროპარლამენტის წევრებს ქვეყნისა და მისი ინსტიტუტებისადმი ნდობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.
პუტინი: კრემლი მოხარული იქნება, მოსკოვში საქართველოს წარმომადგენელი იხილოს
16:06 / 18.12.2014
ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოხარული იქნება, მოსკოვში საქართველოს წარმომადგენელი იხილოს.
პრეზიდენტი: ევროპა საქართველოსთან ერთად ბევრად უფრო დაცულია
16:02 / 18.12.2014
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის მიერ, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას ულოცავს.
სააკაშვილი: სამიანზე ძლივს ვქაჩავთ
14:18 / 18.12.2014
ევროპარლამენტის შენობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მივიდა. სააკაშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტში სესიას სტუმრის სტატუსით, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიწვევით დაესწრება.
დღის სიახლეები
გამოკითხვა
უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?